საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელი, კაპიტანი კობა მერმანიშვილი სერჟანტ დავით ჯანეზაშვილთან ერთად, დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიწვევის საფუძველზე ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში გამართულ კონცერტებს კაპიტანი კობა მერმანიშვილი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრის ხელმძღვანელთან ერთად უდირიჟორებს. ღონისძიებების ფარგლებში ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორ-მუსიკოსები სპეციალურ მასტერკლასებსაც ჩაატარებენ, რომლის მიზანი ორკესტრის მართვისა და ხარისხის გაუმჯობესებაა.

ქართული და ბრიტანული სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით დიდ ბრიტანეთში 5 დღის განმავლობაში კონცერტები და მასტერკლასები გაიმართება, შესრულდება სხვადასხვა კომპოზიციები. გალა-კონცერტი კი 12 მარტს კრიკჰოუველის საკონცერტო დარბაზში შედგება.

"ბრიტანეთის არმიის ბენდი "სალამანკა" საქართველოს 2015 წლის სექტემბერში ესტუმრა და კონცერტები თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გამართა. "სალამანკას" თბილისის კონცერტში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრიც მონაწილეობდა. სწორედ, ამ კონცერტმა ჩაუყარა საფუძველი ორ ორკესტრს შორის მეგობრობას. დიდ ბრიტანეთში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წარმომადგენელთა ვიზიტი ამ მეგობრობის გაგრძელებაა", - ნათქვამია განცხადებაში,

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ზეიმისთვის საქართველო დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ სტუმრებს კვლავ უმასპინძლებს. ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი ქართველ კოლეგებს პირველი სამხედრო-საჩვენებელი მარშის მოწყობაში დაეხმარება.

InterPressNews.Ge

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია