ვახტანგ გომელაური - თუ ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, ის შეიძლება დახურულად წარიმართოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, ის შეიძლება დახურულად წარიმართოს. როგორც გომელაურმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამოძიების დროს გაიხსენება თემები - იყო თუ არა ჩატაევი აგენტი.

”თუ დაიწყება გამოძიება, ის შეიძლება დახურულად წარიმართოს და იქ გაიხსნება თემები - იყო თუ არა ჩატაევი აგენტი და თანამშრომლობდა თუ არა. ფაქტია, ეს ადამიანი ჩამოვიდა. ყველაფერი დევს, რომ იმწამსვე მას ბრალი შეეცვალა და გამოშვებულ იქნა", - განაცხდა გომელაურმა.

მისივე თქმით, ადამიანებმა აღიარეს, რომ მას არ ჰქონდა არანაირი ხელყუმბარა.

”სასამართლო თავისუფალია და გამოუშვა. ის ადამიანი წავიდა ევროპაში. მას ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი, როგორც მახსოვს ავსტრიაში. წლების განმავლობაში არ ჩანდა და შემდეგ გამოჩნდა, უკვე სირიის ფაქტების შემდეგ დაიწყო მისი გვარის ხსენება", - განაცხადა გომელაურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი