ჩეჩელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

შპს ”სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე ჩეჩელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.

”სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ინფორმაციით, სამუშაოები მოგებული სახელმწიფო შესყიდვით გამოყოფილი სახსრების სწორი ხარჯვის შედეგად დაზოგილი თანხებით განხორციელდა.

პროექტის მიხედვით, 1,5 კმ სიგრძის გზაზე მოეწყო საფუძველი, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ტროტუარები, ბაზალტის ბორდიურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათვალთვალო და წყალმიმღებ ჭებს, გაკეთდა ეზოებთან მიერთებები.

სამუშაოებზე 30 ადამიანი დასაქმდა.

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ჩეჩელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, აგლაძის, ღოღობერიძის ქუჩებისა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული 5 049 999 ლარის ღირებულების შესყიდვის საფუძველზე განახორციელა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს