გარდაბნის გამგებელი კუმისელებს - ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და შანსი არ არის ვინმე მოვიდეს და აქ უნებართვოდ სახლები ჩადგას

ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და შანსი არ არის ვინმე მოვიდეს და აქ უნებართვოდ სახლები ჩადგას, - ამ სიტყვებით მიმართა სოფელ კუმისში შეკრებილ მოსახლეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა.

ჯამარაული კუმისში აქციის მონაწილეებთან მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად ჩავიდა.

“ეს მიწები 2008 წელს იყიდა ერთმა ქართველმა და ერთმა არაბმა ბიზნესმენმა, ეს არაბიც არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ გაასხვისეს. ყიდვაც სწორად შედგა და გაყიდვის პროცესიც კანონიერი იყო. ჩვენც ახლა კანონიერად უნდა შევძლოთ შევზღუდოთ ამ მიწის ნაკვეთში სახლების ჩადგმა. გპირდებით, გავერკვევით სიტუაციაში და უახლოეს დღეებში კიდევ ამოვალთ და დეტალურად გაგაგებინებთ ყველაფერს. კანონი კანონია, მაგრამ ხალხის ნებაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ არც კანონს დავარღვევთ და არც თქვენ დაგაზარალებთ,“- მიმართა კუმისელებს გოჩა ჯამარაულმა.

შეგახსენებთ, რომ კუმისის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. კუმისელები სოფელში ე.წ. არაბული სოფლის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის მიწები, რომელიც ადრე არაბებს სახნავ-სათესად ჰქონდათ შეძენილი, ახლა ინდივიდუალურად 500-500 კვადრატულ მეტრად დაიყო და სავარაუდოდ სახლების ჩადგმა იგეგმება.

კუმისელების განცხადებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არაბებზე გაყიდული სოფლის მიწები ადგილობრივებს არ დაუბრუნდებათ, ისინი საყოველთაო გამოსვლებს არ შეწყვეტენ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს