პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, საზოგადოების ზურგს უკან არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება.

”ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ინფორმაციის დამალვა. მაშინ როდესაც მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების თხოვნას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია და არ ხდებოდეს საზოგადოების უკან რაღაც მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთივე შემთხვევა გვქონდა ”გაზპრომთან” მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი იძენს ერთგვარი ტენდენციის სახეს”, - განაცხადა ფხალაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს