ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცალკეული კრების დამუშავება უკვე დასრულებულია. ამჟამად მეხანძრე-მაშველები მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, რათა ხანძრის ახალი კერა არ გაჩნდეს.

მცირე დაკვამლიანება ასევე ლიკვიდირებულია ლიკანშიც. ტორფის აალების შემდეგ დაახლოებით 100 კვ.მ. ფართობია დამწვარი. ადგილზე ვითარებას მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ მეხანძრე-მაშველები. როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ლიკანში ხანძრის მცირე კერის გაჩენის შედეგად ხეების დიდ ნაწილს ცეცხლი არ წაკიდებია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს