გიორგი კვირიკაშვილი - წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით, 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ დამწვარი ტყის ფართობი ზუსტდება.

„წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 200 ჰექტარის ფარგლებშია ტყე დამწვარი“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დამწვარ ტყეს მოსახლეობის ჩართულობით აუცილებლად აღადგენენ.

„ვფიქრობ, რომ ეს ღირსეული საქმეა და ყველა ადამიანს ექნება სურვილი, რომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენის საქმეში. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რომელიც განადგურდა. ეს ჩვენი ვალია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს