გიორგი მღებრიშვილი - ბორჯომის ხეობაში დღეს ღია ცეცხლი ნამდვილად გაჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია

ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლის კერა კვლავ შეინიშნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზება გვაქვს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კახეთში, საგანგებო შტაბში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცეცხლი ნახანძრალ ტერიტორიაზე იყო, თუმცა სახანძრო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა.

”ბორჯომი-წაღვერის მიმართულებით მეშვიდე კილომეტრზე ნამდვილად გაჩნდა ხანძარი. ეს არის ნახანძრალი ტერიტორია და დღეს იქ ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ლოკალიზება გვაქვს. სახანძრო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია