არჩილ თალაკვაძე - დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ დამატებით დანახარჯებს არ უკავშირდება

დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ დამატებით დანახარჯებს არ უკავშირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფრაქციების შექმნის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ფრაქციების შემთხვევაში დაფინანსება მიბმული არის პარლამენტარებთან, შესაბამისად, როცა დეპუტატები ქმნიან ფრაქციას, ეს დაფინანსება მიჰყვება მათ.

დეპუტატის შეფასებით, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი, შესაბამისად, „რეგლამენტში პირდაპირ არის გაწერილი, თუ როგორ ხდება ფრაქციების დაფინანსება“. თალაკვაძე ყველას შეახსენებს, რომ ოპოზიციას დღეს იმდენივე ფრაქცია აქვს პარლამენტში, რამდენიც უმრავლესობას.

“გარკვეული პოლიტიკური კომენტატორების მხრიდან არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა ამ საკითხს. როგორც იცით, ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ დამატებითი ფრაქციების შექმნაზე. ოპოზიციას დღესდღეობით პარლამენტში აქვს იმდენივე ფრაქცია, რამდენიც მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში შედის, რომ გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით სამუშაო პროცესი, უზრუნველვყოთ მეტი ჩართულობა თანაგუნდელების. ეს გადაწყვტილება პირდაპირ უკავშირდება ამ მიზნების შესრულებას. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს უკვე საგაზაფხულო სესიაზე, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების“ ინტერესია, რომ უკვე 2018 წლიდან გადავიდეს მეტად პროაქტიურ დღის წესრიგზე, ანუ ჩვენ გამოვიყენებთ იანვრისა და თებერვლის პერიოდს, რომ დავამუშაოთ ის საკანონმდებლო ინიციატივები და თემები, რომლითაც საგაზაფხულო სესიაზე წარვდგებით. მიმდინარე წელი იყო ძალიან დატვირთული, მაგრამ ჩვენ შევძელით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის მიღება, რომლებიც პირდაპირ აისახა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს