კონსტანტინე კოსაჩოვი - ევროკავშირი და ნატო ევროპის დაყოფას აგრძელებენ და არა გაერთიანებას, ამის ტრაგიკული მაგალითი უკრაინაა

ევროკავშირი და ნატო ევროპის დაყოფას აგრძელებენ და არა გაერთიანებას, ამის ტრაგიკული მაგალითი კი უკრაინაა, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა.

მან დაამატა, რომ ევროპის საზღვრები ნატო-ს ფორმატში თანდათანობით აღმოსავლეთისკენ მოიწევს, და ერთიმეორის მიყოლებით „ხლიჩავს“ ქვეყნებს, რომლებიც გზად შეხვდება.

„ბოლო ტრაგიკული მაგალითი, რომელიც ჩვენს თვალწინ აგრძელებს განვითარებას ან, შესაძლოა დეგრადირებას, არის ჩვენთვის ასე ახლობელი უკრაინის ბედი, რომელიც სრულიად ხელოვნური და უხერხული არჩევნის წინაშე დგას - „ვის მხარეს ხართ? ჩემი აზრით, ახლა ნატო და ევროკავშირი აგრძელებენ ევროპის დაყოფას და არა გაერთიანებას“, - განაცხადა კოსაჩოვმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს