პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად მცხეთა აკურთხა

ხარების დღესასწაულზე, პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად მცხეთა აკურთხა.

როგორც პატრიარქის მოსაყდრემ ქალაქის ქუჩების კურთხევისას განაცხადა, აღნიშნული ტრადიცია მე-11 საუკუნიდან არსებობს.

„მე-11 საუკუნეში პატრიარქმა მელქისედეკმა პირველმა დააარსა მცხეთის კურთხევის დღე ხარების დღესასწაულზე. მრავალი საუკუნე სრულდებოდა ეს წესი, მაგრამ ეგზარქოსების პერიოდში შეწყდა ამ ტრადიციის აღსრულება, რომელიც კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა. დღეს ჩვენ ვასრულებთ ამას, ვაკურთხებთ მცხეთას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ, საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს, 10:00 საათზე, დაიწყო.

წირვაზე დღეს სამი ჯვარი აკურთხეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება