საგარეო უწყება - საქართველოს საკონსულო გერმანელ სამართალდამცველებთან კონტაქტზე იმყოფება და მათგან ინფორმაციას იღებს

ფრანკფურტში საქართველოს საკონსულო გერმანელ სამართალდამცველებთან კონტაქტზე იმყოფება და მათგან ინფორმაციას იღებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ინფორმაცია არა აქვთ იმყოფებოდნენ თუ არა ქალაქ მიუნსტერში, შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეები.

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. როგორც ცნობილია, ინციდენტში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მედიის ინფორმაციით, პოლიცია, შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, ასაფეთებელ მოწყობილობას ეძებს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს