გერმანული მედია - პირი, რომელმაც დღეს სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს გადაუარა, გერმანიის მოქალაქეა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

პირი, რომელმაც დღეს გერმანიაში ქალაქ მიუნსტერში სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს გადაუარა, გერმანიის მოქალაქეა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Sueddeutsche Zeitung პოლიციაში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ასევე წყაროზე დაყრდნობთ, გამოცემა წერს, რომ საუბარი არ მიდის ისლამისტურ კვალზე.

ამჟამად პოლიცია მძღოლის სახლში ჩხრეკას ატარებს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას დღეს მომხდარი შემთხვევისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. როგორც ცნობილია, ინციდენტში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს