„საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევის“ შედეგებზე საქართველოს რეგიონებში იმსჯელეს

2018 წლის მარტსა და აპრილში საქართველოს რეგიონებში „საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევის“ შედეგების წარდგენა გაიმართა. კვლევა განახორციელა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა „ეისითი“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაკვეთით.

კვლევის პრეზენტაციები ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთში, ქუთაისში, ამბროლაურში, ონში, მარნეულსა და რუსთავში გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები როგორც მთელი ქვეყნის, ასევე კონკრეტული რეგიონის მოსახლეობის კვლევის შედეგებს გაეცნენ.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3400 სრულწლოვანი მოქალაქე საქართველოს ყველა რეგიონში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) და ჩატარდა ოთხი ფოკუსური დისკუსია. ანგარიშში, რომლის სრული ვერსია UNDP-ის ვებ-გვერდზეა განთავსებული (www.ge.undp.org), 2013, 2015 და 2017 წლის კვლევების შედეგების შედარებითი ანალიზია წარმოდგენილი. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

„საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა“ ჩატარდა ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივის ახალი ეტაპი, რომელიც 2018-2021 წლებში განხორციელდება, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის განხორციელების, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი „ეისითი“ 15 წელზე მეტია კვლევით და საკონსულტაციო ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი ოფისები აზერბაიჯანში 2010 წლიდან, ყაზახეთში კი 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს როგორც ბიზნესის, ასევე განვითარების პროექტების მიმართულებით. 2018 წლიდან „ეისითიმ“ მომსახურების არეალი აფრიკის კონტინენტზეც გააფართოვა.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს