არჩილ ტატუნაშვილის მამა გამოძიების ობიექტურობაში დარწმუნებულია

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი გამოძიების ობიექტურობაში დარწმუნებულია. როგორც გიორგი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, მან ყველა კითხვაზე ამ ეტაპზე პასუხი მიიღო. მისივე თქმით, დაზიანებები, რომელზეც ოჯახს კითხვები აქვს, სიცოცხლისდროინდელი არ არის.

"მაინტერესებდა ცხვირზე და შუბლზე რა დაზიანებებიც იყო, ის რატომ არ იყო ჩაწერილი დასკვნაში. როგორც მითხრეს ეს დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს. როგორც მითხრეს გადაკვალიფიცირდა საქმე წამების მუხლით. შსს თავიდან როგორც დამპირდა რომ გვერდში დამიდგებოდა, ყველანაირად მიდგას გვერდში. გამოძიების ობიექტურობაში რაც მთავარია ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს