გომბორზე ავარიის დროს დაღუპული ბავშვის დედა თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადმოყავთ

გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბავშვის დედა ამ წუთებში თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადმოყავთ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი თელავიდან იტყობინება, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა მისი თბილისში გადმოყვანა.

"ამ ეტაპზე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულებს გამოკვლევები უტარდება. კერძოდ, დიაგნოსტიკა", - განაცხადა თელავის რეფერალური საადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

გომბორზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.  

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს