გომბორზე ავარიის დროს დაშავებული ბავშვი - ყველა პანიკაში ვიყავით, მძღოლი ამუხრუჭებდა, მაგრამ მანქანა არ ჩერდებოდა

გომბორზე, ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი შემთხვევის დეტალებს იხსენებს. როგორც მე-6 კლასის მოსწავლემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ავარიის დროს მძღოლმა ყვირილი დაიწყო და იძახდა დავიღუპეთო, ჩვენც პანიკაში ვიყავით.

„მძღოლი ამუხრუჭებდა, მაგრამ მანქანა არ ჩერდებოდა. ყველას შეგვეშინდა. ავარიისას ერთი ბავშვი დაიღუპა და დედა მეუბნებოდა - მისკენ არ გამეხედა, ძალიან შეგვეშინდა. ორი „მარშუტკით“ ვიყავით. ყველა საავადმყოფოში წევს, ჩემს გარდა“, - განაცხადა დაშავებულმა მოსწავლემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში ჩაუტარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ავარიის დროს დაშავებული 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვია. ავარია დღეს დილით მოხდა. ბავშვები და მათი მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს