ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად დავით სერგეენკო ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. დავით სერგეენკო დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას პირადად კლინიკის დირექტორისგან იღებს, თუმცა მას მედიასთან ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია. აქვე იმყოფებიან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და განათლების მინსიტრის მოადგილე ლია გიგაური.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გომბორში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს