დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გომბორზე ავარიის დროს დაშავებული სამი პაციენტის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება ახლობლებმა მიიღეს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებიდან თელავის კლინიკაში მკურნალობას ამ დროისთვის 20 ადამიანი აგრძელებს.

„თელავის კლინიკას სულ მომართა 23-მა პაციენტმა, მათგან 20 აგრძელებს მკურნალობას, სამი პაციენტი გადაყვანილია თბილისში. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არ იყო, ახლობლებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ კლინიკას ყველა რესურსი აქვს, რომ პაციენტების მდგომარეობაზე იზრუნოს. საბედნიეროდ, კრიტიკული მდგომარეობა არც ერთთან არ არის. ზოგადად რომ ვთქვათ, მძიმე დაზიანებები არც ერთთან არ არის. საუბედუროდ, ავარიის დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა. ვინც ახლა აქ კლინიკაშია, ამ დროის მონაცემებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლანდელი მდგომარეობით, გადაუდებელ დახმარებას მიეკუთვნება მათი მდგომარეობა და ბუნებრივია, საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს", - განაცხადა სერგეენკომ, რომელმაც დაშავებულები ადგილზე მოინახულა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს