მიხეილ ჩხენკელი - ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია

განათლების მინისტრმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულმა. მიხეილ ჩხენკელმა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა ასევე მედიასთან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების შესაძლო გამკაცრებაზე ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, ასე აუცილებელია ესკორტის თვალსაზრისით, მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას სპეციალური ნებართვის გაცემა. როგორც კი დავბრუნდები თბილისში, შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს" , - განაცხადა განათლების მინისტრმა.

გომბორზე, დღეს დილით მომხდარი ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს