გომბორზე ავარიის დროს დაშავებული 21 ადამიანიდან, 10 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას

გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან 10 ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა,11 პაციენტი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში ოჯახის წევრების მოთხოვნით გადაიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ამ ეტაპზე ჩვენთან ავარიის დროს დაშავებულები 10 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დანარჩენების მდგონარეობა კი სტაბილურია, ისინი პალატაში არიან გადაყვანილი. პაციენტების თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება არ განისაზღვრა ჯანმრთელობის მდგომარეობით. მათი გადაყვანის გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა მიიღეს“, - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

გომბორზე, მომხდარი ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის 4 მგზავრი დაიღუპა და 21 დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელშიც ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს