კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე - არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს

არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, ის უმკაცრესად აგებს პასუხს, -ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

"მეც მედიით მოვისმინე ეს ამბავი და არ მქონდა საშუალება კარგად გავცნობოდი. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს ის უმკაცრესად აგებს პასუხს. ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის კანონი და პრივილეგირებული ადამიანები არ იქნებიან და ვერ იქნებიან",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

გუშინ, სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია