ეკა ბესელია - როცა კახიძე და სამადაშვილი კითხვას დასვამენ, რატომ არის ასეთი არაძალადობრივი გარემო, დარბევის კადრები გავუშვათ და აღარ დასჭირდებათ პასუხების გაცემა

როცა კახიძე და სამადაშვილი კითხვას დასვამენ რატომ არის ასეთი არაძალადობრივი გარემო, დარბევის მძიმე კადრები გავუშვათ ხოლმე და აღარ დასჭირდებათ პასუხების გაცემა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კადრების ნახვა მისთვისაც ძალიან რთულია, თუმცა უტიფარი გამოსვლები მისთვის მიუღებელია.

“გავრცელდა “ინგოროყვას კლინიკიდან“ გათავისუფლებული ექიმის, ბატონი მურთაზ მამაგეიშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ თხოვდნენ მას არარსებული დაზიანების დაფიქსირებას, რაზეც უარი განაცხადა. მე არ ვიცი ამ სიმართლის რომელ მხარეს უნდა გავიხედოთ, მაგრამ ცალმხრივად რომ არ უნდა გავიხედოთ, ეს ნამდვილად ვიცი. აღარ ვთვლი საჭიროდ უტიფარ გამოსვლებს ვუპასუხო, უბრალოდ, ხანდახან უნდა ვაჩვენოთ ის კადრები, რომლის ყურებაც ჩემთვისაც ძალიან ძნელია, რადგან მეც ვიყავი იმ დარბევის მონაწილე. როცა კახიძე და სამადაშვილი კითხვას დასვამენ, ეს რა ხდება და რატომ არის ასეთი არაძალადობრივი გარემო, ჩვენ რომ არ ვუპასუხოთ, კადრები გავუშვათ ხოლმე და აღარ დასჭირდებათ პასუხების გაცემა. უბრალოდ შეხედავენ და თავად იპოვიან პასუხს მათ მიერ დასმულ კითხვებზე“, - განაცხადა ბესელიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს