ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომები მომავალ კვირას გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები მომავალ კვირას გაიმართება.

კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს დღის წესრიგი, რომლის თანახმად, სხდომები 20, 21 და 22 ივნისს გაიმართება.

ამასთან, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველ სხდომაზე გაიმართება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან, ასევე დავით დადუნაშვილთან და მის ადვოკატ ხათუნა მაღლაკელიძესთან.

კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ ყოველ სხდომაზე მომდევნო შეკრებაზე გამოსაკითხთა ვინაობა გადაწყდება და შესაბამისად გამოქვეყნდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს