გია ხუხაშვილი - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა და ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შეფასებისას განაცხადა.

როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, სასურველია, რომ მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს.

„გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო. მოლოდინი მქონდა, რომ ის ასეთ განცხადებას გააკეთებდა. გამიკვირდა მე, რომ გუშინ იყო გადადგომის მოლოდინი, რადგანაც ასეთი სხდომის შემდეგ კვირიკაშვილს უნდა ჰქონოდა კომფორტი, რათა ეს განცხადება გაეკეთებინა.

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ძალიან სერიოზული რეფორმაა მთლიანად ჩასატარებელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პროფესიონალურ საკითხს, არამედ მართვის ალგორითმია შესაცვლელი ეფექტურობის შესაძენად და ერთიანი გეგმის გასაწერად.

საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან „ქართულ ოცნებას“ სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა იქნება არა კარგად დავარცხნილი, არამედ ფუნქციონალური“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს