სულხან სალაძე - გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ მეორეა ვინ შეინარჩუნებს მინისტრთა კაბინეტში პორტფელს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ მეორეა თუ ვინ შეინარჩუნებს მინისტრთა კაბინეტში პორტფელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განუცხადა.

საია - ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არსებული რეალობის ფონზე უნდა მოხდეს მინისტრთა კაბინეტის მთლიანი განახლება.

მისივე თქმით, სიახლეები და გარკვეული განახლებები ყოველთვის მნიშვნელოვანია.

“მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ძირითადი აქცენტი ეკონომიკაზე გააკეთა და იმ წარმატებებზე, რაზეც მან ისაუბრა ერთია და ის პროტესტი, რაც საზოგადოებაში იყო, მათ შორის იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით, მეორე. სიახლეები და გარკეული განახლებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ერთია, ხოლო მეორეა ვინ შეინარჩუნებს მინისტრთა კაბინეტში პორტფელს. ამას დრო გვიჩვენებს”, - აღნიშნა სულხან სალაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს