სულხან სალაძე - ხორავას ქუჩის საკითხი უნდა გადაწყდეს შსს-ში, პროკურატურაში, სასამართლოში, სხვა უწყებაში და არა  რა თქმა უნდა, არ უნდა გადაწყდეს ქუჩაში

ხორავას ქუჩის საკითხი უნდა გადაწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სასამართლოში, სხვა უწყებაში და არა  რა თქმა უნდა, არ უნდა გადაწყდეს ქუჩაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განუცხადა. საიას თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქმეს გონივრულ ვადებში გამოიძიებენ.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დაისვა ყველა ის კითხვა, რომელიც აქვს საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს.

„შეხვედრის დროს დაისვა ის კითხვები, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და გვაქვს ჩვენც. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათივე განცხადებით, ყველა მიმართულებით მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ არ გამოირიცხება ახალი დეტალების გამოკვეთა, მათ შორის, გამოძიების წარმოებაზე ხარვეზები. ცხადია, რაღაც გადაწყვეტილებები მოკლე დროში უნდა იყოს მიღებული. ჩემი მოლოდინია, რომ ეს საკითხი გადაწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სასამართლოში, სხვა უწყებაში არა და რა თქმა უნდა, არ უნდა გადაწყდეს ქუჩაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტის გამოხატვას რაიმე ფორმით ვეწინააღმდეგები“, - აღნიშნა სალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი