დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადამდგარ გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის.

ქუმსიშვილის განცხადებით, სჯერა, რომ ქვეყანაში დაწყებული პოზიტიური პროცესები შეუქცევადია.

“მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენ ქვეყანაში, 2,8%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5% იანი ზრდით დატოვა. მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო შეუქცევადია“, - წერს ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა