გიგი უგულავა - ოდნავ შეიარაღებული თვალითაც ჩანდა, რომ კვირიკაშვილს რამდენიმე თვეა ნაწილ-ნაწილ შლიდნენ

კვირიკაშვილი ცუდად მოიქცა, როდესაც ხალხი ითხოვდა მის გადადგომას და არ დაემორჩილა ხალხის ნებას, მაგრამ დაემორჩილა ივანიშვილის სიტყვებს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.

როგორც გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილი დიდი ხანია განწირული იყო და ამის შესახებ ყველამ იცოდა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი სამარცხვინოს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ საკადრო ცვლილებები არ განიხილებოდა და მათ ფარისევლობაში ადანაშაულებს.

„უფასო რჩევას მივცემ კვირიკაშვილს, როდესაც საკუთარ ფეხზე არ დგახარ, სჯობს ყეყეჩობას თავი დაანებო. ოდნავ შეიარაღებული თვალითაც ჩანდა, რომ კვირიკაშვილს რამდენიმე თვეა ნაწილ-ნაწილ შლიდნენ. სრული აბსურდი მივიღეთ, როდესაც მმართველი პარტიის პრემიერ–მინისტრი პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაშორეს, ასეთი რამ საპარლამენტო რესპუბლიკებში საერთოდ არ ხდება. ის, რომ განწირული იყო კვირიკაშვილი, იცოდა ყველამ. კვირიკაშვილი ცუდად მოიქცა, როდესაც ხალხი ითხოვდა მის გადადგომას და არ დაემორჩილა ხალხის ნებას, მაგრამ დაემორჩილა ივანიშვილის სიტყვებს. ჩანს ის მეტასტაზები, რომელიც არის მმართველობაში და ეს აისახება თითეული ადამიანის კეთილდღეობაზე. ძალიან ამაზრზენი და ფარისევლობა იყო ის, როდესაც შირმად გამოიტანეს „იუნისეფის“ დასკვნა, რომელიც ცალკე აღებული დიაგნოზია ჩვენი დღევანდელი ყოფის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს