შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.

“მთავარი, რაც ჩვენ ამ შეხვედრის შემდეგ გავიგეთ, არის ის, რომ მათი დიდი სურვილი არის, ეს საქმე გამოძიებული იქნას და დადგინდეს ყველა ის პირი, რომელიც ერთის მხრივ, ჩართული იყო მკვლელობაში და მეორეს მხრივ ის პირები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ გამოძიებაზე. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა წუხილები აქვს ზოგადად ზაზა სარალიძეს, მაგრამ ამავდროულად, ვისაუბრეთ რა კითხვები არსებობს საზოგადოებაში გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა, ჩვენ გვაქვს უბრალოდ იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლაც მიიყვანს ბოლომდე ამ გამოძიებას“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს