„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე იქნება წარდგენილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, სავარაუდოდ,  მამუკა ბახტაძე იქნება წარდგენილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობა დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა ბახტაძეს დაასახელებს.

პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თანამდებობა დატოვა.

გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

უმრავლესობის სხდომა დღეს, 17:00 საათზეა დანიშნული.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს