მამუკა მდინარაძე - მამუკა ბახტაძე არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება

მამუკა ბახტაძე არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბახტაძე არის გამორჩეული ლიდერი.

„ის არ ერიდება თამამ რეფორმებს, პირველად დასვა საკითხი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ის არ ერიდება ფინანსურ სექტორში უსამართლობის აღმოფხვრას. ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ის არის რეფორმატორი. ის არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ თქმულა. მდინარაძის განმარტებით, ბახტაძე გუნდთან ერთად იმსჯელებს ამ საკითხზე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს