მამუკა მდინარაძე მამუკა ბახტაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაზე - ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა

“ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში თავად მამუკა ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია - ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა, - ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში, “ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარის ოდენობით დააფინანსა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს უხერხულობა შეიქმნა მაშინ, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა, მაგრამ მან ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.

“მე ვერ გეტყვით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ეს საკითხი აქტუალური ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა. ალბათ გახსოვთ “ნაციონალური მოძრაობის“ ის საშინელი სქემა, როდესაც კომპანიების დირექტორების სახელით ისინი რიცხავდნენ ხოლმე თანხებს “ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე და ამაში მათ მონაცემებს იყენებდნენ. როგორც მახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია და ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ბახტაძე დღეს პრემირ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია