ინდონეზიაში გემის ჩაძირვის შედეგად, 178 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე გემის ჩაძირვის შედეგად უგზო-უკვლოდ 178 ადამიანია დაკარგული. ინდონეზიის შსს-ს წარმომადგენლის იუსრი იუნუსის განცხადებით, ტრაგიკული შემთხვევა ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში, ტობას ტბაზე მოხდა.

ხისგან დამზადებულ გემში, რომელიც სამოსირის რაიონიდან სიმალუნგუნის რაიონში მიდიოდა, წყალი შევიდა და გემი მალევე ჩაიძირა. უგზო-უკვლოდ დაკარგულებს მაშველების ხუთი ბრიგადა ეძებს.

გემის ჩაძირვის სავარაუდო მიზეზებს შორის უამინდობა და გემის გადატვირთულობა სახელდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს