ნატო - საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა ქვეყანა მოემზადოს წევრობისთვის და ამის განუყოფელი ნაწილი MAP იქნება

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განუყოფელი ნაწილი MAP იქნება. “ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე, როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს. მივესალმებით 2008 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც ითამაშა ნატო-საქართველოს კომისიამ და წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ. ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით და რომელიც უნდა განაგრძოს საქართველომ. ეს ეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წევრობისკენ მომზადების პროგრესში და გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა საქართველოს მომზადება მოხდეს წევრობისთვის. ჩვენ მივესალმებით ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს მისიებში. ეს ძალისხმევა ცხადყოფს საქართველის ერთგულებას და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში”, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა