ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზი გაიხსნება

13 ივლისს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, კომპანია „m2 უძრავი ქონების“ მხარდაჭერით, „ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზი და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველად დარეგისტრირება სწორედ ამ განახლებულ, გარემოში იქნება შესაძლებელი. მათი ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზში გამოფენილი იქნება მწერლის სიცოცხლეში დაბეჭდილი უნიკალური გამოცემები, მისი პორტრეტები და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ვაჟას ხელნაწერები.

ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე კომპანია „m2 უძრავი ქონების“ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ეროვნულ ბიბლიოთეკასა და და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით, ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ახალი სივრცე, ვაჟა-ფშაველას სამკითხველო შეემატა, სადაც მკითხველები მყუდრო და კომფორტულ გარემოში შეძლებენ კითხვას და წვდომა ექნებათ გენიალური ავტორის უიშვიათეს გამოცემებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას ახალი სარეგისტრაციო სივრცეც ექნება,“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, ვაჟა-ფშაველას დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზ-მუზეუმის სივრცეში გაჩენა სიმბოლურია.

„ვაჟა-ფშაველას დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში აუცილებელი ამბავი მგონია. ამ აზროვნებისა და გაქანების ადამიანი ჩვენ ორი-სამი თუ გვყავდა და მისი სახელის ქვეყნის უპირველეს წიგნსაცავში შესაბამისი წარმოჩენა ძალიან მახარებს. მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ამ დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზ-მუზეუმის სივრცეში გაჩენა - ვაჟა თავისუფლების უმთავრესი ქომაგია. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს განახლებული რეგისტრატურაც ემატება და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით ხდება“ - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა