დონალდ ტრამპი - საქართველოს წარმომადგენლებმა ნატო-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს

საქართველოს წარმომადგენლებმა ნატო-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, საჭიროებს თუ არა საქართველო ნატო-სგან უფრო მეტ მხარდაჭერას და ისაუბრებს თუ არა საქართველოზე ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია იყო ბრიუსელში და მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.

„ჩვენ მათ მოვუსმინეთ. საქართველოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა მათ ყველა დამსწრეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს