დონალდ ტრამპი „ბრექსიტზე“ - ვერ გეტყვით, არის თუ არა ბრიტანეთის მთავრობის გეგმა ის, რასაც ხალხი ითხოვდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ბრექსიტის“ თემაზე ისაუბრა და ტერეზა მეის მთავრობის საქმიანობა შეაფასა. ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც ეხებოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან გარკვეული კავშირი შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ „ბრექსიტის“ მსურველები ევროკავშირიდან ქვეყნის სრულ გაყვანას მოითხოვდნენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ბრექსიტი“ მაინც „ბრექსიტად“ რჩება.

„ხალხმა გამოსვლას დაუჭირა მხარი, ამიტომ მე მეგონა, რომ მთავრობა ამას გააკეთებდა, თუმცა, შესაძლოა, ისინი ცოტა სხვა გზას გაუყვნენ, ამიტომ მე ვერ გეტყვით, არის თუ არა მთავრობის გეგმა ის, რასაც ხალხი ითხოვდა“, - განაცხადა ტრამპმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს