იენს სტოლტენბერგი - შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ

ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა.

“ჩვენ დღეს შევხვდით საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს. განვიხილეთ მათ შორის რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე. დღეს ჩვენ ასევე შევთანხმდით, განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ. ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიის ფარგლებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს