ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას დაშავებულები ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა

შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებულები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ავთანდილ თალაკვაძე თელავის რეფერალური ჰოსპიტალისა და ყამბარაშვილის კლინიკის ექიმებისგან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო.

„ერთ პაციენტს თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანენ. რეანომობილით მისი სამედიცინო ტრანსპორტირება რამდენიმე წუთში დაიწყება. რაიონულ კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 5 პირი დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა თელავის რაიონულ კლინიკებში გადაიყვანეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა