საქართველოს პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი მტკიცე მხარდაჭერის მისიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სხდომას დაესწრო და სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც შეაქვს საქართველოს ავღანეთში ნატო-ს ოპერაციაში.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველი დღიდანვე საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ ოპერაციაში და ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება ყველა პარტნიორის მხრიდან იმ კონტრიბუციასთან მიმართებაში, რაც დღემდე გაკეთებულა.

აღინიშნა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად კვლავაც აგრძელებს ნატო-ს ამ ოპერაციაში მონაწილეობას.

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს