პროკურატურამ სააკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარდგენა დაასრულა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ყოფილი პრეზიენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, დღევანდელი პროცესი დასრულდა, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება.

როგორც სასამართლოს სხდომის დარულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარდგენა დაასრულა. შემდეგი სხდომა კი მხარეთა რეპლიკით გაგრძელდება. პროკურორი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ძალაში დატოვებს, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არის ცნობილი.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაასრულა თავისი სიტყვის წარმოთქმა. დასკვნით სიტყვაში ასახული იყო და არგუმენტირებულად იქნა დასაბუთებული სასამართლოს მეგობრის პროზიციებში წარმოჩენილი დებულებები, რომელიც უარყოფილი იქნა ჩვენს მიერ და ასევე სამართლებრივად შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. შესაბამისად, სასამართლოს წარედგინა ის მტიცებულებები და ის დასაბუთება, რომელიც ჩვენი აზრით, სასამართლოს დაეხმარება ამ საქმეზე წარადგინოს სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. ასევე დღეს სასამართლო პროცესზე იგეგმებოდა რეპლიკების სტადიაც და წესით, ამით უნდა დასრულებულიყო სასამართლო სააპელაციო განხილვა, თუმცა დაცვის მხარემ გარკვეული დრო მოითხოვა რეპლიკის მოსამზადებლად და სასამართლო სდომა გადაიდო 17 ივლისამდე, შესაბამისად, დასრულდება სააპელაციო განხილვა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს