ეკატერინე მიქაბაძე - ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება

ჭარბვალიანობა საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის შემთხვევაში მოქალაქეს არ აქვს საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში და შესაბამისად, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით სასტუმრო „რადისონში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები იყო შეხვედრის თემა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ეკონომიკის დარგის ექსპერტებმა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ჭარბვალიანობის პრობლემის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ეკა მიქაბაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება, მათ შორის პრუდენციული რეგულაციები.

„როგორც მოგეხსენებათ, მრავალი პრუდენციული რეგულაცია გატარდა, რაც ამ პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს, თუმცა, ჭარბვალიანობა კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ღონისძიებების განგრძობას საჭიროებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, პრუდენციული რეგულირება იქნება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ის ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვან ზარალს არ მიაყენებს.

„საჭიროა, ამ საკითხს ფართო ჭრილში შევხედოთ - ის ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, ეკონომიკურ აქტივობაში მონაწილეობას ვერ იღებენ - პრობლემა ორი მხრივ იქმნება, შესაბამისად, შემცირდება უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა