ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მიწვევით, ჟენევაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მიწვევით, ქალაქ ჟენევაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 9-13 ივლისს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები მიმდინარეობს:

• მომხმარებელთა დაცვის სამართლისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების მიერ გასამართი III სესია (9-10 ივლისი);

• კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების მიერ გასამართი XVII სესია (10-13 ივლისი);

• კვლევებში თანამშრომლობის პლატფორმის (RPP) მეცხრე შეხვედრა (11 ივლისი).

განსახილველ საკითხთა შორისაა - მომხმარებელთა დაცვის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად; მომხმარებელთა დაცვა ფინანსურ სექტორში; სამომხმარებლო საქონლის უსაფრთხოება; კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად; სპორტული ღონისძიებების ტრანსლირების უფლების გაცემასთან დაკავშირებული კონკურენციის საკთხები; განვითარებული ქვეყნების წინაშე მდგარი წინაღობები სატრანსპორტო სექტორში კონკურენციის აღსრულების დროს და ა.შ.

შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით ასევე იმყოფებიან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ჭიჭინაძე და გიორგი ფერაძე, ასევე ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჟენევაში ევროკავშირის ფარგლებში ხორციელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს