ივანე მაჭავარიანის შეფასებით, საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით არსებული ჯარიმები და სასჯელი დრაკონულია და უნდა შეიცვალოს

ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი ივანე მაჭავარიანის შეფასებით, საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით არსებული ჯარიმები და სასჯელი არის დისპროპორციული, დრაკონული და უნდა შეიცვალოს.

როგორც მაჭავარიანმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი ინიციატივით უახლოეს მომავალში გამოვა.

„ჩვენი საგადასახდო სისტემა არის ლმობიერი, კარგი, მაგრამ ჯარიმების კუთხით არის დისპროპორციული. დარღვევის პროპორციული სასჯელი არ არის – სასჯელი არის ბევრად დრაკონული. ამას გაუმჯობესება სჭირდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა დეპუტატებთან შეხვედრისას.

ამასთან, ფინანსთა ახალი მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ არ მოხდება საგარეო ვალის და მიმდინარე ხარჯების ზრდა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დინამიკა არის პოზიტიური და ამასთან დაკავშირებით ის სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს ეყრდნობა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს