განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ბატიაშვილს და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით სერგეენკოს მოუსმინეს.
სხდომას ესწრებოდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელსაც როგორც დეპუტატებმა, ისე კოლეგებმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.