აკაკი ზოიძე - სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პირადად ჩემს არჩევანზე გავლენას ნამდვილად მოახდენს

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პირადად ჩემს არჩევანზე გავლენას ნამდვილად მოახდენს - მას ყურადღებით ვაკვირდები, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განუცხადა.

“პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა მისი პოზიციები ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება პრეზიდენტის როლს და თავად ზურაბიშვილის მიდგომას ამ პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შესრულების მიმართ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულებები ცალკეული საკითხების მიმართ, რომელიც ქვეყნისთვის, ერისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ვაკვირდებით. ეს ჩემთვის იქნება ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ სექტემბრის დასაწყისში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს გამოუცხადოს მხარდაჭერა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

“ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩავერთვებით როგორც ამომრჩევლები, როგორც პოლიტიკური ძალა, ასევე რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს მივცემთ რეკომენდაციებს, თუ ვის დაუჭირონ მხარი - რა თქმა უნდა, ეს არ იქნება “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალამ არჩევნებში რაიმე წარმატება არ მიიღოს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს