რაულ ხაჯიმბა სირიაში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა „ოფიციალური“ ვიზიტით სირიაში ჩავიდა. ამის შესახებ მისი პრესმდივანი ნაალა ავიძბა იუწყება.

ხაჯიმბას აეროპორტში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი დახვდა.

„მოლაპარაკებების დროს ხაჯიმბა და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და აფხაზურ-სირიული ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელებენ“, - წერს აფხაზური მედია.

აფხაზური „დელეგაციის“ შემადგენლობაში შედიან: ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ე.წ. თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს