აფხაზეთის მთავრობა - დე ფაქტო პრეზიდენტი ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მისი ე.წ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცდილობს ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა უფრო მეტ სიდუხჭირეში ჩააგდოს და საქართველოს მთავრობის სავაჭრო ინიციატივის საპასუხოდ, ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს, - აცხადებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურში.

„ამ ქმედებით ის აძლიერებეს ოკუპირებული აფხაზეთის თვითიზოლაციას და ადგილობრივი მოსახლეობის გაღატაკებას უწყობს ხელს. მისი ე.წ. მმართველობის პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯი არაკონსტრუქციულია და მიზნად ისახავს მდგომარეობის ესკალაციას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სამშვიდობო პროცესზე”, - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციაში.

მათივე შეფასებით, ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა, მნიშვნელოვნად გააძვირებს პროდუქტებს როგორც გალის ბაზარში, ასევე მთელ ოკუპირებულ აფხაზეთში.

„აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გიყვარდეს მოსახლეობა და როგორ უნდა ანაცვალო პირადი ამბიციები ხალხის კეთილდღეობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს