მარატ კულახმეტოვი - რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვის ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც საშუალებას იძლევა რესპუბლიკის უსაფრთხოება საიმედოდ იყოს დაცული

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა განაცხადა.

მარატ კულახმეტოვის თქმით, „ბოლო ათი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რიგ შეთანხმებებს, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა და ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოა განლაგებული“.

„რუსმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა თავიანთ თავზე აიღეს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა მან.

რუსეთის ე.წ. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც საშუალებას იძლევა რესპუბლიკის უსაფრთხოება საიმედოდ იყოს დაცული“.

იხილეთ ვიდეო: მარატ კულახმეტოვი: სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს